სამართალი

რუსთავში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც შვილი ქამრით სცემა

რუსთავში მამამ შვილი ქამრით სცემა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა.

40 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა, საკუთარი შვილი, 12 წლის ბიჭი ქამრით სცემა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ მამის მიმართ შვილის დაუმოჩილებლობაა.

ფაქტის შესახებ მეზობლებმა გაიგეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარედგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close