საზოგადოება

მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფი ამოქმედდება

ონლაინ სწავლების პირობებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ნაწილისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ინტერნეტის ტარიფი ონლაინ სწავლების მოწყვლადი ჯგუფისთვის დარეგულირდება.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლებში კომპანიებს – “მაგთის”, “ჯეოსელსა” (“სილქნეტი”) და “ბილაინს” (“ვიონი საქართველო”) უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, 30-დღიანი ვადით, 20 გბ ინტერნეტი 10 ლარად შესთავაზონ.

არსებული ინფორმაციით, ინიციატივა განათლების სამინისტროდან მოდიოდა და გადაწყვეტილება ინტერნეტპაკეტების შეღავათიან ფასში ყიდვის შესაძლებლობაზე ერთობლივად იქნა მიღებული.

თუ როდიდან შეეძლებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს იაფი ინტერნეტით სარგებლობა, ეს ჯერჯერობით უცნობია.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი იანვარში კვლავ ონლაინ რეჟიმში განახლდება და სავარაუდოდ, სწორედ ამ დროიდან უკვე უნდა იყოს შესაძლებელი ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფის ამოქმედებაც.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close