საზოგადოება

ახალი შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველ ზაზა წერეთლის თქმით, ბოლო კვლევებით გამოიკვეთა, რომ კორონავირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა გამოიწვიოს. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, (არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები) გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა გაიზრდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც საქართველოშიც დადასტურდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close