საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი გაფართოებულ კვებაზე გადავიდა – ექიმი

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველა მონაცემი ნორმაშია და ის არც რეანიმაციულ ჩარევას საჭიროებს, – ამის შესახებ გორის ჰოსპიტლის მკურნალმა ექიმმა განაცხადა. ნინო გოგორიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი გაფართოებულ კვებაზე გადავიდა.

„მკურნალობა მიდის სრული სპექტრით, გამოკვლევები ტარდება თითქმის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით და ყველა მონაცემი არის ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე – გაფართოებულ კვებაზე“, – აღნიშნა გოგორიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close