სხვადასხვა

“ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა?” – ნათელაშვილი სააკაშვილის შესახებ

აღარაფერს ვამბობ ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე რაც პუტინის, პრიმაკოვის და ვოლოშინის გარეშე არ მომხდარა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ამბობს რომ ის, როგორც პოლიტიკოსი არ შეცვლილა. „ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე  განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა?

თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან. (აღარაფერს ვამბობ ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე რაც პუტინის, პრიმაკოვის და ვოლოშინის გარეშე არ მომხდარა)

ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რევოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ. აღსანიშნავია ისიც,რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close