პოლიტიკა

მიუხედავად მისი ასაკისა, ფრიდონ ინჯია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მაიმუნი – პაატა მანჯგალაძე

„მიუხედავად მისი ასაკისა, ფრიდონ ინჯია ამ განცხადებების შემდეგ არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს ჩემი მხრიდან. ვინც საქართველოს ინტერესს ეწინააღმდეგება არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას, ფრიდონ ინჯია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მაიმუნი, თურმე საქართველოს მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ. „ხალხის ძალაც“ იწონებს ამას და „ქართული ოცნებაც” , ხალხო რა მოგივიდათ? ჰააგაში და სტრასბურგში გამართლდა ქვეყანა, არანაირი ომის დანაშაული არ ჩაუდენიათ, რა დანაშაულის გამოძიებას აპირებთ, რუსები ხართ ღიად ყველა?! არ გრცხვენიათ?! ამ ფრიდონ ინჯიას ოჯახის წევრები ხომ ჰყავს, ვინმემ მაინც უთხრას, შვილი ჰყავს ვიცი, უთხრას – „მამა ასეთ რამეს ნუ აკეთებ“, ხომ შეიძლება ვინმემ უთხრას, თუ თვითონ ვერ ხვდება?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ინიციატივას იწონებს და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს “ქართულ ოცნებას,” მანჯგალაძე ამბობს, რომ ფრიდონ ინჯია და ყველა დანარჩენი ერთნი არიან.

„ხომ გაგიგიათ ლეგიონია მათი სახელი, ყველა არის ერთი, ყველა არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილთან და რუსეთთან შეკრული ძალა, სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ ლეგიონია მათი სახელი, ლეგიონი ამ შემთხვევაში ნიშნავს რუსეთზე სულგაყიდულ ადამიანების ერთობას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close