რეგიონები

ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის წევრებმა დარბაზში “ქართულ ოცნებას” რუსეთის ჰიმნი ჩაურთო

დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოში – ოპოზიციამ “რუსული კანონი” გააპროტესტა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა “ოცნების” დეპუტატები რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი ჩართეს.

ეს არის საბჭოური, ნაფტალინის სუნიანი დარბაზი, სადაც არიან ჩვეულებრივი კომუნისტური წყობის ადამიანები. პერფომანსი გამომდინარეობდა იქედან, რომ ესენი არიან ჩვეულებრივად რუსეთის წარმომადგენლები, რომლებსაც ჩავურთე რუსული ჰიმნი, რადგან ეს არის მათი მშობლიური ჰიმნი. აქ არაფერი აღარ გვაკვირვებს დიდი ხანია და ერთადერთი, რამაც გამაკვირვა ის არის, რომ არ წამოდგნენ და ამ ჰიმნს გულზეხელდადებული არ შეხვდნენ. ჩემი პროტესტი მომდინარეობს იმ კანონიდა, რომელიც გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის დიქტატურის დამყარებას”, – განაცხადა ენმ-ს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა.

ტვ პირველი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close