საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ – ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არც ის და არც ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„ბრძოლა გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და ესაა იმედის დაბრუნების საკითხი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცოტაოდენი იმედი დარჩათ იმისა, რომ ქვეყანას აქვს შანსი, იყოს გამარჯვებული. გპირდებით, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, თქვენთან ერთად, რომ გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close