საზოგადოება

მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა – ფსიქოლოგი სააკაშვილის შესახებ

45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება.

„45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება და მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა. ეს საკმაოდ დაბალი რიცხვია. მე მიხეილ სააკაშვილზე მქონდა ის ინფორმაცია, როცა ის ჩვენი პრეზიდენტი იყო. ვიცოდი, რომ იყო როგორც მაღალი ინტელექტის მქონე. ვიცნობდი მე მას ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან, მეტი არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვნახე, დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნებაა… გამორიცხულია სიმულაციის შესაძლებლობა. 5 სხვადასხვა მეთოდი გამოვიკვლიე, სადღაც მაინც იჩენდა თავს. მან წინასწარ რა იცოდა რას ვკითხავდი?!“- განაცხადა ექსპერტ-ფსიქოლოგმა ლიანა ჩოხელმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close