პოლიტიკა

ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ – ხაბეიშვილი

უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 - ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

„მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას. კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 – ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას.10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close