სამართალი

„მისთვის სროლა ავტომატურად ჩვენთვის სროლას და ჩვენს სიკვდილს ნიშნავდა“- ყოფილი მძევალი ბანკში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

ჩვენი მიზანი იყო, რომ გარედან მისთვის არავის ესროლა – ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრისას აყვანილი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„საფრთხე იყო მაქსიმალურად რეალური. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ იქიდან ცოცხლები გამოვსულიყავით, როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანის. ვხედავდით, რომ ხელში ეჭირა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარა, რომელიც მე ვიცოდი და სხვებსაც ავუხსენი, რომ ეს ყუმბარა თუ აფეთქდებოდა ცოცხალი ვერცერთი ვერ გადავრჩებოდით და ჩვენი მიზანი იყო, რომ გარედან მისთვის არავის ესროლა, იმიტომ, რომ ეს ავტომატურად ჩვენთვის სროლას და ჩვენს სიკვდილს ნიშნავდა“, – აცხადებს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს  ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close