სამართალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდენ.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close