სხვადასხვა

მიიღო ძლიერი ფსიქიკური სტრესი და ჯარის დასრულების შემდეგ უკანმოუხედავად დატოვა საქართველო – ლევან ლაუდაძე ჯარში სავალდებულო სამსახურის შესახებ

ზამთარში მახსოვს თითები სულ დასიებული ქონდა ყინვისგან, რადგან ხელთათმანების გაკეთება აკრძალული ქონდა. შესაბამისად საყვარელ საქმეს ვერ აკეთებდა.

“ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და ძალიან კარგი მუსიკოსი წლების წინ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. გლდანის ციხეზე გაამწესეს, სადაც სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ზამთარში მახსოვს თითები სულ დასიებული ქონდა ყინვისგან, რადგან ხელთათმანების გაკეთება აკრძალული ქონდა. შესაბამისად საყვარელ საქმეს ვერ აკეთებდა. შედეგად მიიღო ძლიერი ფსიქიკური სტრესი და ჯარის დასრულების შემდეგ უკანმოუხედავად დატოვა საქართველო.
ცნობისთვის, სწორედ ეს ჩემი მეგობარი და მისი მუსიკა იყო ის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომლის გამოც დავიწყე დაკვრა.
მავნებლობაა ამ მოცემულობის სავალდებულო სამხედრო სამსახური!
ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი!”-წერს LoudSpeakers-ის ფრონტმენი,ლევან ლაუდაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close