რეგიონები

მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები ყვარელში არიან, წყლის ჭავლის მანქანა მოჰყავთ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი არ შედგეს – მელია

“მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან და უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს. ჩვენ კიდევ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ქორწილი არ ჩატარდეს.

ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი. მისი ქორწილია. ლავროვის სიძე და ქალიშვილი და სიძის ძმის მამაც დასანქცირებულია. ეს, რაც ჩვენ ვიცით.

მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ აქ უნდა შეისვას დღეს პუტინის და რუსული არმიის სადღეგრძელო. აქ უნდა თქვან, რომ გაუმარჯოს რუსეთს,  ძირს საქართველო და ძირს უკრაინა.

გავრილოვი არაფერია, ამ “სტუმრებთან” ამ ოკუპანტებთან შედარებით. ის იყო მარიონეტი და ლავროვსა და პუტინს შორის განსხვავება არ არის. 

ამ სასტურმოში, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთს ოკუპანტად მიჩნევენ, არ უნდა გაჩერდნენ”.- ამბობს ნიკა მელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close