საზოგადოება

მთავარი, რატომაც მათ დასჯას ვითხოვ, არის მუქარა – „ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლიო” – სამნიძე

პატრულის არ გვეშინიაო - პოლიციის წინ მითხრა - ჩემს თავს რომ აჭერინებ, აწი ნახე რა მოგივიდესო, მითხრა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

„დაიწყო აგრესიული საუბარი. ვეცადეთ გავრიდებოდით – ვუთხარი, რომ გვეჩქარება, მაგრამ არ გაჩერდნენ, დაგვედევნენ. მთავარი, რატომაც მათ დასჯას ვითხოვ, არის მუქარა – „ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლიო”. მათი მხრიდან იყო დედის გინება, მუქარა, ძალადობა – ხელის კვრა და დადევნება. ერთ-ერთ მათგანსა და დავით ბერძენიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, მე შუაშიც ჩავდექი. მეფეებს როგორ ახსენებთო, პატრულის არ გვეშინიაო – პოლიციის წინ მითხრა – ჩემს თავს რომ აჭერინებ, აწი ნახე რა მოგივიდესო”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close