საზოგადოება

ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის შედეგი – “ლელო” სამნიძესა და ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გმობს ყველანაირ ძალადობას და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, ძალადობის დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, ხელს უწყობს იმ გარემოს შექმნას, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმას ფაქტს გმობს.

„სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის შედეგი. მსგავსი ფაქტები ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები აზარალებს ქვეყნის სტატუსს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხს ელოდება.

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გმობს ყველანაირ ძალადობას და მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, ძალადობის დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, ხელს უწყობს იმ გარემოს შექმნას, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close