Sliderმსოფლიო

მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება ძალიან სერიოზული განცხადებაა, სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს – კალიურანდი

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, ტვ იმედთან განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. კალიურანდი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება სერიოზული განაცხადია, რომელსაც საფუძველი უნდა ჰქონდეს.

„როდესაც სანქციას ითხოვ ივანიშვილზე და იმავე რეზოლუციაში ითხოვ კანდიდატობას, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია. მე ეს ვუთხარი ჩემს კოლეგებსაც. ცვლილებების გამო, რომლებიც კენჭისყრის დროს დადგა, გადავწყვიტე, არ მიმეცა ხმა რეზოლუციისთვის. რეზოლუციას ხმა სამი პოლიტიკური ჯგუფის წარმოდგენილი ცვლილების გამო არ მივეცი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება ძალიან სერიოზული განცხადებაა – სანქციების დაწესებას საფუძველი უნდა ჰქონდეს. როდესაც ჩვენ მედიის თავისუფლებაზე დებატები მოვამზადეთ, მოუმზადებელი საკითხის რეზოლუციაში დამატება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close