Sliderპოლიტიკა

ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე – სალომე ზურაბიშვილი

ვაპირებდი საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას, არ დავწრილმანდები, ამ შემთხვევაში, წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა, არც პასუხი, ეს მოხდა ზეპირად – მაგრამ ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების ლოგიკამ გაიმარჯვა.

“დავბრუნდი საქართველოში კონტრასტული ვიზიტების შემდეგ, იტალია – სადაც მქონდა არაჩვეულებრივი მიღება, მხარდაჭერა საქართველოსთვის, მეორეს მხრივ – ჩავედი ბრიუსელში, შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას, არ დავწრილმანდები, ამ შემთხვევაში, წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა, არც პასუხი, ეს მოხდა ზეპირად – მაგრამ ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების ლოგიკამ გაიმარჯვა.

ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, მაშინ ცხადი იყო საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია, გაფუჭებული საქმე იმას ქვია, რომ საქართველომ 1 წელიწადში მოწინავე ადგილიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე გამოვლინდა რამდენიმე პარამეტრით, პირველია, ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის პარტიებთან. ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზენების მისაღწევად, მთავრობას კი, პარტიას, ის სამუშაო რაც უნდა გაეკეთებია, არ ჩაუტარებია – შედეგიც მიიღო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close