საზოგადოება

„მეუფე ეს რანაირად, როგორ შეიძლება ეპისკოპოსი დოლზე უკრავდესო“ – ერთი ფოტოს ისტორია

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ვეშაპიძე ერთი ფოტოს ისტორიის შესახებ გვიამბობს, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.

ერთხელ მეწერა, მაგრამ სურვილი გამიჩნდა კიდევ დავწერო ამ ფოტოს ისტორიის შესახებ.
ეს ფოტო (მეუფე ისაია უკრავს დოლზე) გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში აგვისტოს ომის მერე და ვინც აზიარებდა, ყველასთან უარყოფითი კონტექსტი ედო. ზოგს სტატუსად ეწერა “ჯიპები აღარ ყოფნით, ახლა დოლგარმონზე გადავიდნენ”, “რა ეტაშფანდურებათ, აი დღევანდელი სამღვდელოების სახე” და ა.შ.
მეუფე ისაიას დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი როგორი ადამიანია და ეს ფოტო რომ დავინახე, უბრალოდ დავინტერესდი ფოტოს ისტორიით, თორემ იმ მიზნით რომ არ ეჭირა ხელში დოლი, როგორც მავანი მაწოდებდა თავის სტატუსიდან, მაგას კი მივხვდი ეგრევე.
მეუფე ისაია ყოველი სექტემბრის დასაწყისში ნიქოზში მასპინძლობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც თავადვე დააარსა და ჩართული ჰყავს ნიქოზის ახალგაზრდობა. ამ ფესტივალის დასკვნით დღეს ჩვენი ანსამბლიც ვღებულობთ ხოლმე მონაწილეობას, ვატარებთ კონცერტს სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვის და ერთგვარად ვალამაზებთ.
ერთერთ ფესტივალზე, ამ ფოტოს ისტორია ვკითხეთ მეუფეს და ასეთი ამბავი მოგვიყვა:
– ომის მერე ლიახვის ხეობის მოსახლეობა რომ გამოყარეს რუსებმა, ბევრმა ნიქოზში მოიყარა თავი და აქ დარჩნენო. ბევრი ბავშვი დაობლებული იყო და ჩვენ შევიფარეთო, ხოდა ეგ ფოტო მაშინაა გადაღებული, ამ ბავშვებს რომ ვეთამაშები და ვართობო (არადა, სახეზე თუ დააკვირდებით, ეტყობა კიდეც, რომ გულში ტირის ამ ბავშვების სვე-ბედის გამო).
ერთმა ეპისკოპოსმაც დამირეკაო, ცოტა შეშფოთებული იყო ამ ფოტოს ხილვითო და მითხრა, მეუფე ეს რანაირადო, როგორ შეიძლებაო ეპისკოპოსი დოლზე უკრავდესო, ხალხი საცინლად იგდებს მერე ამის გამო ეკლესიასო და მე ვუთხარიო – მეუფე, რაც გინდა მთხოვე, ოღონდ დოლს ვერ შევეშვებიო.
დღეს მეუფე ისაიას დაბადების დღეა და ვულოცავ ამ მართლა გამორჩეულ, ჩუმ, თავმდაბალ, ომგამოვლილ, თავის მრევლის ომში არმიმტოვებელ და ახალგორში რუსების და სეპარატისტების მიერ 3 წლით იძულებით გამოკეტილ კაცს დაბადების დღეს.
არ მერიდება ამ ფოტოს დადება, ვინაიდან ამ ფოტოს უკან დგას კარგი ისტორია და ამ კაცის მთელი არსი“ – წერს ლევან ვეშაპიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close