სხვადასხვა

ერაყში ბავშვი სამი პენისით დაიბადა

სამი პენისით დაბადებული ბიჭი ტრიფალიის პირველი აღრიცხული შემთხვევაა ადამიანებში; ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელშიც ემბრიონული განვითარების ეტაპზე ყალიბდება სამი ფალოსი.

ბავშვი ერაყის ქალაქ დაჰუკში დაიბადა და ექიმებმა ის პირველად სამი თვის ასაკში ნახეს. ქირურგიული ჩარევის შედეგად ბავშვს ორი ფალოსი მოაცილეს; ისინი პატარა გამონაზარდები იყო პენისისა და სათესლე პარკის ფუძესთან. მესამე ფალოსი ჩვეულ ადგილას იყო.

ამ შემთხვევის შესახებ კვლევა ნოემბერში გამოქვეყნდა International Journal of Surgery Case Reports-ში; როგორც მკვლევრები წერენ, ქირურგიული ჩარევიდან ერთი წლის შემდეგ ექიმთან ვიზიტისას, ბავშვის მდგომარეობა უკვე სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.

მკვლევართა განცხადებით, დამატებითი პენისები იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობაა და 5-6 მილიონ ახალშობილში ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

სტატისტიკის თანახმად, 5-დან 6 მილიონამდე ჩვილ ვაჟს შორის ერთი ბავშვი ორი სასქესო ასოთი იბადება. აქამდე მსოფლოში ასეთი 100 ჩვილი დაიბადა. მეცნიერებმა აქამდე ამ გენეტიკური მუტაციის მიზეზი ვერ დაადგინეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close