პოლიტიკა

“მეორე ტური ტრაგედია ნამდვილად არ არის, პირიქით! უფრო მეტი შემართებით ვართ” – კალაძე

ის ყველაფერი, რაც დემოკრატიასთან ახლოსაა და დემოკრატიულია, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია და მეორე ტური ტრაგედია ნამდვილად არ არის. პირიქით! უფრო მეტი შემართებით ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

მან პირველი ტურის შედეგები შეაფასა და მეორე ტურისთვის თავის მოლოდინებზე ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თვითმმართველობის მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია. მან თბილისელებს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„პოლიტიკაა ეს ყველაფერი. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. როდესაც რაღაც შედეგს ვერ ვაღწევ, ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ გამოსავალს, რა დავაკელი, რა იყო ჩემი ბრალი.

ზოგადად, საქართველოში რომ ვუყურებ (მიჩვეულები ვართ), რაღაც რომ არ გამოდის, ადამიანები ცდილობენ, ყოველთვის ვიღაცას დააბრალონ. გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, იმხელა მხარდაჭერა და თანადგომა იყო, თუმცა, ძალიან ბევრი გარემოება შეიცვალა, რამაც მეორე ტური გამოიწვია.

ის ყველაფერი, რაც დემოკრატიასთან ახლოსაა და დემოკრატიულობაა, ჩემთვის მისაღებია და მეორე ტური ტრაგედია ნამდვილად არ არის. პირიქით! უფრო მეტი შემართებით ვართ. უფრო მაგარი ენთუზიაზმი გვაქვს, რათა დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ და მეორე დღესვე დავიწყოთ კონკრეტული პროექტების განხორციელება, რაზეც საზოგადოებას ვესაუბრებით“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close