საზოგადოება

“თავისუფლება მიშას. ძირს ეგზარქოსი შიო” – ნიკა გვარამია პატრიარქის მოსაყდრის წინააღმდეგ

“მეგობრებო და არამეგობრებო. ერთხელ და სამუდამოდ, გთხოვთ, გააცნობიეროთ და კარგად დაიმახსოვროთ:

არც მე და არც ტვ მთავარი არავისთან არ ათანხმებს საკუთარ პოზიციას. არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას ჩვენ არასდროს არავის არ ვაპატიებთ. არავის, ნიშნავს არავის. ასევე, ამ წითელი ხაზების გადაკვეთაზე რეაგირების ფორმას და სიმწვავეს არასდროს არავის არ შევუთანხმებთ. არავის, ნიშნავს არავის.

თავისუფლება მიშას. ძირს ეგზარქოსი შიო, – წერს ფეისბუქზე ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია გააღიზიანა მეუფე შიოს ქადაგებამ, სადაც მან განაცხადა:

“მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close