საზოგადოება

„მეორე ტალღისთვის ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, ავუდივართ რაოდენობას“

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„პოლიტანგაჟირებული უსაქმურები, რომლებიც მთელი გაზაფხული კიოდნენ – “რად გვინდა ასეთი ჯანმრთელობა, თუ სამუშაო და გართობა არ გვექნაო!” ახლა ქილიკობენ და ქვეყანას ნიშნს უგებენ: “ესაა ეპიდემიის მართვა, ნახეთ მუშაობას და გართობას რამდენი კორონა მოყვა!”-ო… რაღაც ერთი კარგი ფეხბურთელივით, მაგრამ ცუდი ორატორივით გამოგდით: “-თქვენ იცით რა… იქიდანაც გინდათ იმასმიქნათ და მერე აქედანაც იმასაქნათ…” ჩამოყალიბდით უკვე, დაიქავეთ თუ არა ყველაფერი და თუ საქმე ისევ აღარა გაქვთ, საჯილდაოდ სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არჩიეთ (მადლიზა, არაა ცოტა), შეეშვით ამ სამედიცინო ძალიან რთულ თემას!
მეორე ტალღისთვის ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, ავუდივართ რაოდენობას.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს, რომელთა რაოდენობაც შეპირების თანახმად უნდა გაიზარდოს და ხელმისაწვდომი გახდეს (ეს სამი დღე ძალიან გართულებული იყო მათთან დაკავშირება). სტაციონარში მხოლოდ საშუალო სიმძიმის და მაღალი რისკის, ასევე მძიმე ავადმყოფები უნდა მკურნალობდეს- ისევე, როგორც სხვა დაავადებების დროს.
დაიცავით რეგულაციები“  წერს დავით გადელია. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close