სამართალი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის გამოკითხვას ითხოვენ

გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. უფლებადამცველების განცხადებით მათ საქმის გარშემო, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.

“ლევან რატიანი არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა მეგი ბაქრაძის საქმეზე და იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის პერიოდში დასმული დიაგნოზი დაეხმარება სამხარაულის ექსპერტებს ექსპერტიზის ჩამოყალიბებაში. როცა კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ჩნდება ჩანაწერი, ფილტვის ორმხრივი დიფუზური სარკული დაბურული მინის ტიპის ცვლილება, ბატონი ლევანის რანგის პროფესიონალმა კი არა, ნებისმიერმა არაპროფესიონალმა იცის დღევანდელი პანდემიის პირობებში რომ საქმე გვაქვს COVID-19-თან. რატომ იკავებს თავს ბატონი ლევან რატიანი ზუსტი დიაგნოზის დასმისგან და რატომ არ მოიხსენიებს ერთ-ერთ დიაგნოზად მაინც COVID-19-ს,” – აცხადებს ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close