პოლიტიკა

მატყუარა პრემიერი – ნათია მეზვრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

ნათია მეზვრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება:
„მატყუარა პრემიერი (12 პუნქტი შესრულდაო)! მწარე სიმართლე არის ეს:
▪️რეკომენდაცია 1 (დეპოლარიზაცია) – არ შესრულდა !
▪️რეკომენდაცია 2 (ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირება და დამოუკიდებლობა; საარჩევნო რეფორმა) – არ შესრულდა. რაც დარჩენილი იყო დამოუკიდებელი, ისიც პარტიას დაუქვემდებარეს. არ მოუგვარებიათ პოლიტიკური კორუფციის, შავი ფულის და სისტემური ზეწოლის პრობლემა !
▪️რეკომენდაცია 3 (მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა) – არ შესრულდა. სასამართლოს სახედ მურუსიძე აქციეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არც კი დაიწყეს. საბჭოს არამოსამართლე წევრები არ აირჩიეს !
▪️რეკომენდაცია 4 (კორუფციის, მათ შორის ელიტურის, წინააღმდეგ ბრძოლა) – არ შესრულდა. ხალხის თვალის ასახვევად შექმნეს უკვე არსებული საკოორდინაციო მექანიზმის ანალოგი, რომელსაც არ აქვს მთავარი – საგამოძიებო ფუნქცია !
▪️რეკომენდაცია 5 (დეოლიგარქიზაცია) – არ შესრულდა. დეოლიგარქიზაცია უნდა ყოფილიყო ფუნდამენტური რეფორმების შედეგი. ამათ დაწერეს კანონი, რომელიც ოლიგარქის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მის ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს !
▪️რეკომენდაცია 6 (ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა) – არ შესრულდა. საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ !
▪️რეკომენდაცია 7 (მედიის თავისუფლება და მედიამფლობელების/ჟურნალისტების მიმართ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელება) – არ შესრულდა. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, მედიამფლობელი დაიჭირეს საეჭვო დროს და საეჭვო სასჯელით !
▪️რეკომენდაცია 8 (მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა) – არ შესრულდა. 05-06 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დაუსჯიათ. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიიდან ეს თავი საერთოდ ამოიღეს !
▪️რეკომენდაცოა 9 (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა) – პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გააქრეს (რიგითებს შეატოვეს) და ქმედითს არაფერს აკეთებენ !
▪️რეკომენდაცია 10 (გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვა) – არ შესრულდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებიდან გაყარეს. ღია ომი აქვთ გამოცხადებული !
▪️რეკომენდაცია 11 (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოყენება) – ერთადერთი რეკომენდაცია, რაც შესრულდა ისიც იმიტომ, რომ მისი შესრულება ოცნებას საფრთხეს არ უქმნის !
▪️რეკომენდაცია 12 (დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა) – არ შესრულდა. დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს !
საქართველოს მთავრობა აბა რას იტყვით ამაზე?“
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close