საზოგადოება

არესტოვიჩი საზოგადოებას მოუწოდებს, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საზოგადოებას მოუწოდებს, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.

„ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე.

როდესაც ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა მოწამვლაზე, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. თქვენ გამოდიხართ ადამიანის მხარდასაჭერად რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია“, – აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close