საზოგადოება

„მასობრივმა მკვლელობამ, რომელიც ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ჩაიდინა, არავის დაუკავშირებია ქვეყნის სახელთან“

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ, რომელიც ნორვეგიელმა ბრეივიკმა ჩაიდინა, არცერთ პოლიტიკოსს არ დაუკავშირებია ეს მასობრივი მკვლელობა სახელმწიფოს სახელთან, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბენდიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა.

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ, რომელიც ნორვეგიელმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ჩაიდინა და რომელსაც 77 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი თამთა ლიპარტელიანი იყო. მომხდარის სიმძიმის მიუხედავად, ქალაქში არაფერი შეცვლილა – ქვეყანამ, სახელმწიფომ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა მიიღო.

არავინ გამოსულა საკუთარი ქვეყნის მიმართ ზიზღნარევი მოწოდებებით. არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუცხადებია, რომ ნორვეგია გამოერიცხათ უსაფრთხო ქვეყნების რიგებიდან;

არცერთ პოლიტიკოსს არ დაუკავშირებია ეს მასობრივი მკვლელობა და მკვლელი სახელმწიფოსა და ქვეყნის სახელთან.
მძიმე ფაქტია ავსტრალიელი შანაი ბრუკის გარდაცვალება.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პირობებში, ხელოვნურია გვარამიების, ჟორჟოლიანებისა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის (ოპოზიციის) ვაი-ვიში.

მათი მხრიდან მიზანმიმართული სიბოროტეა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება თუ საჯარო მოწოდება, რომ საქართველოში კლავენ.

კი, საქართველოში კლავდნენ, ნიკა გვარამიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის ერეკლე კოდუას დროს!

კი, საქართველოში ტურისტებს კი არა, ჩვენც გვეშინოდა გარეთ გასვლა, რადგან ვიცოდით, რომ სისტემა კლავდა! ახლა მკვლელების მიერ მკვლელობაზე პოსტები, მოწოდებები და ყალბი გოდება მხოლოდ მიზანმიმართული დავალებაა იმისა, რომ დამნაშავედ, საფრთხის შემცველ გარემოდ გამოაცხადონ მთელი ქვეყანა!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close