მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა

თურქეთში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 და დაშავებულია 864 ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ოფიციალური მონაცემებით, 7 ადამიანი ქალაქ მანავგატში, ერთი კი – მარმარისში დაიღუპა.

ოთხშაბათიდან დღემდე, თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი 126 ხანძრიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა.

ცეცხლი ანტალიის ტყის მასივს 28 ივლისს გაუჩნდა და საკურორტო ზონებში, მათ შორის, ბოდრუმსა და მარმარისში შეაღწია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ათასზე მეტი ადამიანი, 6 თვითმფრინავი, 45 ვეტმფრენი და 117 სახანძრო მანქანაა ჩართული.

თურქეთის დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნეს უკრაინამ, რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close