Sliderპოლიტიკა

მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა – დავით უსუფაშვილი

ვურჩევდი, ეს მარჯვენა ხელი გააძლიეროს და გაუწოდოს სერიოზულად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც ათწლეულების განმავლობაში იყო. მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც. ომის საფრთხე საქართველოში 30 წელია, აქტუალურია და ძალიან ხშირად პრაქტიკული და კონკრეტული. უკრაინის შემდეგ თუ ვინმე ხიფათის ქვეშაა, რა თქმა უნდა, საქართველოა, მაგრამ აქ აქცენტებშია საქმე. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკი, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს სხვა თემაზე

“უკრაინაში ომი რომ დაიწყო, საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი ხიფათების წინაშე. ამ უდიდესი ხიფათის დროს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერები ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ ხვდებოდნენ იმისთვის, რომ აუცილებელი იყო დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით გამკლავებოდა იმ ხიფათს, რაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.

ამ პროცესში საქართველო სრულიად ამოვარდნილია. საქართველოს ოფიციალურმა ლიდერებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, სატელეფონო საუბრები ჰქონოდათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ევროპული ქვეყნების ლიდერებთან, ანუ ვისთან? ვისთანაც უკრაინაში ომის დაწყებამდე ხან წერილს ვაგზავნით, ხან ვინმე ჩადის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაგრძელდეს. რეალური ხიფათის დროს, როდესაც საქართველო არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სულ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი, რომ სერიოზული ხიფათებია და საჭიროა თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლაზე, საჭიროა თანამშრომლობა იმის თაობაზე, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოს არ გადაედოს.

რეალობა სინამდვილეში, პირიქითაა. ჩვენმა მეგობრებმა და პირველ რიგში, ამერიკამ ძალიან კარგად იცის, საქართველოს საომარი შესაძლებლობები. თუ ისინი რამეს ცდილობდნენ მარტში, თებერვალშიც და დღესაც, ეს სწორედ საქართველოსთვის ომის თავიდან აცილებაა. იმიტომ, რომ უკრაინა თავისი შესაძლებლობებით და ბევრი სხვა თვალსაზრისით არის გაცილებით უფრო ძლიერი და მომზადებული რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში ფრონტის გახსნის შემთხვევაში, ვერც საქართველო და ვერც დასავლეთი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა და მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრობა განიზრახა. მას ვურჩევდი, ეს მარჯვენა ხელი გააძლიეროს და გაუწოდოს სერიოზულად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც, როგორც ათწლეულების განმავლობაში იყო. მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც. ომის საფრთხე საქართველოში 30 წელია, აქტუალურია და ძალიან ხშირად პრაქტიკული და კონკრეტული. უკრაინის შემდეგ თუ ვინმე ხიფათის ქვეშაა, რა თქმა უნდა, საქართველოა, მაგრამ აქ აქცენტებშია საქმე. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკი, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს სხვა თემაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close