პოლიტიკა

დეგნანი მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის ომში ჩართვა უნდოდათ – ყაველაშვილი

კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანებს, რომელსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ იცით? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, გლობალური დაძაბულობის ფონზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება

“როცა კელი დეგნანს ეს კითხვა დავუსვით, აქ იყო საუბარი ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ პირდაპირ პასუხს, ქალბატონი ელჩი გაექცა ხომ, ეს ფაქტია. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ასე ვთქვათ ინფორმაციები, იყო ინფორმაციები, რომ რაღაც კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, გაიხსენეთ პრემიერის განცხადება, კიდევ ერთხელ ვიძახი, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა. სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენ თვალწინ ხდებოდა და აღარ გამომაგორებინოთ ახლა ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა და ა.შ. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია.

კელი დეგნანი იმ შუაშია, რომ ადამიანებს, რომელსაც ის მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეები იყვნენ, ამ პროცესში, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავ იცით? ეს რომ ვერ განახორციელეს საქართველოს ხელისუფლების მეთაურობით, დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, გლობალური დაძაბულობის ფონზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close