სხვადასხვა

მან 40-50 კილო დაკარგა. არის ნაწამები, ამიტომ მაგნიტსკის სიას უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აწამებენ და კლავენ – ბილ ბროუდერი

“საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. მათთან პუტინს დიდი გავლენები აქვს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი ახლა პატიმრობაში იმყოფებოდეს. მაშინ, როდესაც პუტინს 2008 წელს  საქართველოს მიტაცება სურდა, სააკაშვილი მას შეეწინააღმდეგა. ამიტომ ის პუტინის სამიზნე გახდა. ის მისი მტერია და სურს, შური იძიოს. მან 40-50 კილო დაკარგა. არის ნაწამები. ექსპერტები საუბრობენ მის მოწამვლაზე. უნდა იცოდეთ, რომ ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ის კვდება და ამიტომ, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს მკურნალობის მიზნით. მე წარსულში მსგავსი რამ უკვე ნანახი მაქვს. ეს არის სერგეი მაგნიტსკი, რომელიც იყო ნაწამები და საბოლოოდ პატიმრობაში ნელი და მტანჯველი სიკვდილით მოკლეს. რადგან მე ვიყავი მისი მკვლელობის მოწმე, შედგა სერგეის მკვლელების სია, რომელსაც დაერქვა “მაგნიტსკის აქტი”. რაც მე ვიხილე სააკაშვილის შემთხვევაში, ესეც არის ადამიანის უფლებებს უხეში დარღვევა, ამიტომ მაგნიტსკის სიას უნდა დაემატონ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აწამებენ და კლავენ”,- ამბობს ბილ ბროუდერი “თაიმს-რადიოსთან” ინტერვიუში.

ცნობისთვის, “მაგნიტსკის” აქტის ავტორს, ბილ ბროუდერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, რომ დახმარებოდა ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს “მაგნიტსკის სიის” ანალოგის შედგენაში. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close