სხვადასხვა

ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ შვიდგზის მფლობელი!

"ოქროს ბურთის" ისტორია და მფლობელები

„პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი 2021 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

34 წლის არგენტინელმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო ეს პრიზი და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. 2021 წელს მესიმ „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის თასს დაეუფლა და ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 გოლით, არგენტინის ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკა მოიგო.

მანამდე მესიმ „ოქროს ბურთი“ 2009-12, 2015 და 2019 წლებში მოიგო.

„ოქროს ბურთის“ 2021 წლის ტოპ-ათეული:

1 – ლიონელ მესი (პსჟ)

2 – რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

3 – ჟორჟინიო (ჩელსი)

4 – ქარინ ბენზემა (რეალი)

5 – ნ’გოლო კანტე (ჩელსი)

6 – კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი)

7 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

8 – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

9 – კილიან მბაპე (პსჟ)

10 – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

კრიშტიანო რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა პირველ სამეულში.

????: ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)

იმ წელს, ფიგუ გახდა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, ($70 მილიონი) რომელიც „ბარსელონადან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. პორტუგალიელი ასევე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

????: მაიკლ ოუენი (ინგლისი)

21 წლის მაიკლს მთელი სამყარო ფეხქვეშ ჰქონდა:

  • ლივერპულთან ერთად ხუთი თასი მოიგო.
  • გაიტანა ორი გადამწყვეტი გოლი ინგლისის თასის ფინალის მოსაგებად.
  • შეასრულა ჰეთ-თრიკი გერმანიის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (5-1).
  • 1979 წლის შემდეგ გახდა პირველი ინგლისური ოქროს ბურთის მფლობელი.

????: რონალდო (ბრაზილია)

რონალდო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფინალში (გერმანია 0:2 ბრაზილია) ორივე გოლი მან გაიტანა და ბრაზილიის ნაკრებს მეხუთე ტიტული მოაგებინა.

????: პაველ ნედვედი (ჩეხეთი)

იუვენტუსის ნახევარმცველმა ჯილდოს მოგების შემდეგ ტიერი ანრის დაუძახა:

„ჩემთვის ტიერი ანრი ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია. ხმის მიცემის უფლება რომ მქონოდა ხმას აუცილებად ტიერის მივცემდი.“

????: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ერთი წლის შემდეგ, „მილანის“ თავდამსხმელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იტალიის ჩემპიონატის მთავარი ტიტულიც მოიპოვა.

????: რონალდინიო (ბრაზილია)

2005 წელს ბრაზილიელი ჯადოქარი საუკეთესო ფორმაში იყო. ჩელსის წინააღმდეგ ფენომენალური მოძრაობებით გატანილი გოლი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.

????: ფაბიო კანავარო (იტალია)

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო უკანასკნელი მცველი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

????: კაკა (ბრაზილია)

კაკა გახდა მეოთხე ბრაზილიელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო რონალდოს, რივალდოსა და რონალდინიოს შემდეგ. 2007 წელს კაკამ, „მილანთან“ ერთად მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიგო.

????: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

  • პრემიერლიგის სამგზის გამარჯვებული.
  • პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი (31 გოლი).
  • საკულტო გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
  • ჩემპიონთა ლიგის პირველი თასი (სულ ჩემპიონთა ლიგის ხუთი თასი აქვს მოპოვებული).
  • პირველი ოქროს ბურთი იმ ხუთიდან, რაც მოიპოვა კარიერის განმავლობაში.

????: ლიონელ მესი (არგენტინა)

2009 წელს „ბარსელონამ“ ტრიპლეტი მოიგო (ლა ლიგა, ესპანეთის საფეხბურთო თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი). მესიმ თავისი პირველი ოქროს ბურთი, მაშინ რეკორდული ხმების რაოდენობით მოიპოვა (480-დან 473).

????: ლიონელ მესი (არგენტინა)

2010 წელს მესი უკვე ყველას ყურადღებას იქცევდა. ჩავისთან და ინიესტასთან ერთად „ბარსაში“ ახალი ლიდერი ყალიბდეობდა, სახელად ლეო.

????: ლიონელ მესი (არგენტინა)

პეპის „ბარსელონამ“ პიკს 2011 წელს მიაღწია და მესის ლიდერობით კატალონიური გუნდი შეუჩერებელი გახდა.

????: ლიონელ მესი (არგენტინა)

91 გოლი მთელი წლის განმავლობაში. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო წელი მესიმ ზედიზედ მეოთხე ოქროს ბურთით დააგვირგვინა.

????: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

რონალდომ დაასრულა მესის დომინირება, როცა 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ოთხი გოლი გაიტანა და პორტუგალიის ნაკრები ბრაზილიაში გაამგზავრა.

????: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა (17 გატანილი გოლი) და 2013/14 წლების სეზონში „მადრიდის რეალს“ მე-10 თასი მოაგებინა.

????: ლიონელ მესი (არგენტინა)

„ბარსელონამ“ მეორე ტრეპლი შეასრულა. მესი კატალონიელების წარმატების მთავარი ჯადოქარი იყო.

????: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ (მადრიდის „რეალი“), რონალდო პორტუგალიის ნაკრებს პირველი საერთაშორისო ტიტულის დაუფლებაშიც დაეხმარა, სადაც ედერის გოლით ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგები დაამარცხა.

????: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

  • ათი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში.
  • ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და სუპერთასის მფლობელი.

????: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

მესისა და რონალდოს 10 წლიანი „მეფობა“ ლუკა მოდრიჩმა დაარღვია.

ლუკამ მადრიდის „რეალთან“ ერთად ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი. ხორვატია 2018 წლის ფინალშიც გავიდა და საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებთან 2:4 დამარცხდა.

????: ლიონელ მესი (არგენტინა)

ეს იყო ყველაზე დაძაბული გამოკითხვა – ლიონელ მესიმ, მეორე ადგილზე მყოფ ვირჯილ ვან დეიკს შვიდი ხმით მოუგო.

მესი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ექვსი ოქროს ბურთი მოიგო.

????: ოქროს ბურთის დაჯილდოება არ ჩატარდა COVID-19-ის პანდემიის გამო.

????: და ოქროს ბურთის მფლობელი გახდა ლეო მესი!

მეტი

Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/estumre.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close