სამართალი

ლაწირაკო მაიმუნო – „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აქტივისტს სცემა (ვიდეო)

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინფორმაციას და ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალას „მთის ამბები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა. სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდნენ. სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს, საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებული.

რაჭაში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

 

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა რაჭაში აქტივისტი ცემა

ℹ️ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინციდენტი ვანო კობახიძის ქუჩაზე, დაახლოებით 18:40 საათზე მოხდა.ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა.სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს, ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში, სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდნენ. სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებულები.ნიკოლოზ ღლონტი ამ წუთებში ამბროლაურის პოლიციის სამმართველოში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. #მთისამბები

Posted by მთის ამბები / mtisambebi.ge on შაბათი, 04 ივლისი, 2020

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close