მსოფლიო

კორონავირუსის სამკურნალოდ იაპონიამ დექსამეტაზონი დაამტკიცა

იაპონიამ კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი დაამტკიცა. იაფი და ხელმისაწვდომი სტეროიდის გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა ინფექციის მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო საშუალებად უკვე ორი პრეპარატი – რემდესივირი და დექსამეტაზონი გამოიყენება.

ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო პირველ პრეპარატად სწორედ დექსამეტაზონი დაასახელეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close