მსოფლიო

კორონავირუსის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის მსოფლიოში მედიის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს

1 დეკემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია ინდუსტრიაში მოღვაწე 387 ადამიანი დააპატიმრეს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, დაპატიმრების შემთხვევების ნახევარზე მეტი შემდეგ ხუთ ქვეყანაზე მოდის : ჩინეთი (117 ჟურნალისტი), საუდის არაბეთი (34), ეგვიპტე (30), ვიეტნამი (28) და სირია (27).

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” განსაკუთრებულ ყურადღებას ბელარუსს უთმობს, სადაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინიმუმ 370 ჟურნალისტი დააკავეს, თუმცა მათი უმეტესობა მალევე გაათავისუფლეს.

„მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების დარბევა პრესის თავისუფლების დონის შემცირებას წარმოადგენს,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრესის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს, აქედან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის მედიის 14 წარმომადგენელი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close