საზოგადოება

კორონავირუსით 2-3 ჯანმრთელი ადამიანიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც – თენგიზ ცერცვაძე

“კორონავირუსით 2-3 ჯანმრთელი ადამიანიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც”, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კითხვას, რამდენი პაციენტი გარდაიცვალა Covid-19-ით, რომლებსაც არ ჰქონდათ თანხმლები, ქრონიკული დაავადებები.

მისი თქმით, კორონავირუსით უსიმპტომო, ჯანმრთელი ადამიანებიც გარდაიცვალნენ.

“არ დამითვლია ზუსტად, ორია, სამია თუ ათია. შეიძლება, 12-იც არის. ამ შემთხვევაში, ორი-სამი ნიშნავდა იმას, რომ მცირე რიცხვია იმ გარდაცვლილებისა, რომლებიც ძირითადად იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ჰქონდათ რაიმე მძიმე თანმდევი დაავადება და მხოლოდ COVID-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალნენ. ორი-სამიც გარდაიცვალა და ბევრად მეტიც, ეს უბრალოდ სიტყვის მასალად ვთქვი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close