საზოგადოება

„თქვენი შემხედვარე, უმრავლესობას ხელი რომ არ აქვს აღებული ღმერთზე, სწორედ, ამ ,,რიგითების“ დამსახურებაა“

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„სამშობლოს გამყიდველი არ დაუძახო, მოღალატედ არ გამოაცხადო, არაქრისტიანულიაო – გვამუნათებენ კვარცხლბეკებიდან მეუფეები და ტანზე იმდენი ოქრო ჰკიდიათ, ძლივს სუნთქავენ. მამა კირიონს პირდაპირ ვერ ჯიჯგნიან, მაგრამ გაკვრით მოიხსენიებენ – „რიგითი სასულიერო პირი“. აკნინებენ, თავიანთი მაღალი გონით.
გამყიდველის გარდა, არ ვიცი, რა ჰქვიათ მათ, ვინც საკუთარის ხარჯზე, უცხო ქვეყნის ინტერესებს იცავენ და არც ის ვიცი, თქვენ რა გქვიათ, მათ რომ კბილებით იცავთ და ამას არც და ვერც მალავთ.
მამა კირიონისნაირმა „რიგითმა სასულიერო პირებმა“ ატარეს ჩვენი ეკლესია და დღესაც, თქვენი შემხედვარე, უმრავლესობას ხელი რომ არ აქვს აღებული ღმერთზე, სწორედ, ამ ,,რიგითების“ დამსახურებაა.
ვიცი, რომ იცით, უბრალოდ, გახსენებთ, რომ ჩვენც ვიცით, ხალხს სკლეროზი ჯერ არ დაგვწყებია“ – წერს რუსუდან შარაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close