საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან დაახლოებით 70-ის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 1 488 კოვიდინფიცირებულიდან ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია,  70-მდე ინფიცირებული კი მძიმედ ფასდება.

„ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის 2 937 დადასტურებული შემთხვევა. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში ერთად გახლავთ 1 488 პაციენტი. ამ პაციენტებში რამდენადაც მოხერხდა გუშინ მონაცემების შეჯერება, გახლავთ ცხრა კრიტიკული პაციენტი და მძიმე პაციენტების სია სადღაც 60-70 შორის მერყეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ხუთი პაციენტი კი მძიმედ ფასდება.

„ჩვენს ცენტრში დაგვემატა ორი პაციენტი და ახლა ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო მძიმე პაციენტების სია გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურში ხუთი მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close