Sliderსაზოგადოება

“კონტროლიორის სამსახური ისაა, რომ უბილეთო მგზავრები დააჯარიმოს, მისი წარმოჩენა ურჩხულად და რაც მთავარია, მისი საყოველთაო ჩაქოლვა, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია” – დვალიშვილი

იქნებ კონტროლიორსაც ჰყავს შვილი, შვილიშვილი, რომლებიც ნახავენ ამ ორდღიან ისტერიკას და გული გაუსკდეს ადამიანს… საზტრანსპორტით დავდივარ ყოველდღე. ასვლისთანავე პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ბარათს ვადებ აღმრიცხველს… ასე რთულია? ვერ გავიგე მართლა… რატომაა აჩემება, რომ ჩამოსვლისას უნდა ავიღოთ ბილეთი და არა ასვლისას…? ვფიქრობ აქ არის ფარული სურვილი იმისა, რომ როგორმე უფასუდ იმგზავრონ…

ავთო დვალიშვილი, ჟურნალისტი:

“2 დღეა გაუჩერებლად ტრიალებს საზ ტრანსპორტის კონტროლიორი ქალბატონის ფოტო და მიდის გინება, ფურთხება, ისეთი სიტყვებით შემკობა, წარმოუდგენელია… მიზეზი ისაა, რომ სხვა ქალბატონმა დაწერა, უბილეთობის გამო, როგორც ჩამოუშვეს ტრანსპორტიდან ბავშვთან ერთად…

კონტროლიორის გინება მიდის ისე, რომ არავის უკითხავს, იქნებ ამეტებს ბრალმდებელი ქალბატონი, იქნებ სულაც არ არის ისე, როგორც ის ამბობს… იქნებ კონტროლიორსაც ჰყავს შვილი, შვილიშვილი, რომლებიც ნახავენ ამ ორდღიან ისტერიკას და გული გაუსკდეს ადამიანს…
საზტრანსპორტით დავდივარ ყოველდღე. ასვლისთანავე პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ბარათს ვადებ აღმრიცხველს… ასე რთულია? ვერ გავიგე მართლა… რატომაა აჩემება, რომ ჩამოსვლისას უნდა ავიღოთ ბილეთი და არა ასვლისას…? ვფიქრობ აქ არის ფარული სურვილი იმისა, რომ როგორმე უფასუდ იმგზავრონ… ჩვენთვის ახალია ეს დისციპლინა და კულტურა… მიჩვეულები ვართ, რომ ტრანსპორტში თანხა არ უნდა გადავიხადოთ…. ასე, არაფერი გამოვა…
ტრანსპორტი ცუდათ დადის? კი, ნამდვილად…. ხშირად იგვიანებს და როცა მოდის, გადაჭედილია? კი, ნამდვილად ასეა და ბევრი კიდევ სხვა პრობლემაა, მაგრამ არ გადავიხადოთ მგზავრობის ფული არასოდეს? ასე მართლა არაფერი გამოსწორდება…
რამდენიმე თვის წინ ჩემი შვილი იმიტომ დააჯარიმეს ავტობუსში, რომ სქულ ქარდი არ დაადო აღმირცხველს. სკოლის მოსწავლესთვის ისედაც უფასოა მგზავრობა და დაეზარა ტყუილად ბარათის მიდება. რომ მომიყვა, თავიდან მეც გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ გადახდას აჩვევენ ადამიანებს და სწორია…
მოკლედ, იმ ქალბატონის საქმე, სამსახური ისაა, რომ უბილეთო მგზავრები დააჯარიმოს, გამოავლინოს… მისი წარმოჩენა ურჩხულად და რაც მთავარია, მისი საყოველთაო ჩაქოლვა, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია”…
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close