საზოგადოება

„კოლეგებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ ართქმაც არ შემიძლია, ისე გავბრაზდი..“ – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„კოლეგებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ ართქმაც არ შემიძლია, ისე გავბრაზდი:

გავიგე, რომ ეს ხელისუფლება არ მოგვწონს (არც მე მომწონს), მაგრამ საინფორმაციო გამოშვება იმის მიხედვით ხომ არ უნდა ავაწყოთ, ვინ მოგვწონს და ვინ არა?

ფაქტია, მოხდა უმნიშვნელოვანესი ამბავი: საქართველომ ფაქტობრივად პირველად მოახერხა წარმატებით შეესრულებინა შუამავლის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში და შედეგად 15 სომეხი ტყვე გათავისუფლდა, თან ეს ყველაფერი გაკეთდა ამერიკასთან თანამშრომლობით. საქართველოს ამის გამო მადლობას უხდის სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთის პრემიერი.

ჩავრთე დღეს ე. წ. კრიტიკული არხების საინფორმაციო გამოშვბები, “მთავარმა არხმა” 12 საათიანში საერთოდ არ ახსენა. ვითომ არც მომხდარა ამბავი.

“ტვ პირველმა” და “ფორმულამ” კი სადღაც გამოშვების ბოლოში გაუშვეს ნიუსი.

“იმედს” რაღაზე დასცინით, აბა?“ – წერს მერაბ მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად,აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომის დროს ტყვედ ჩარდნილი 15 სომეხი მებრძოლი გაათავისუფლა და ისინი საქართველოს გავლით, სომხეთში დაბრუნდნენ. საპასუხოდ, სომხეთმა, აზერბაიჯანულ მხარეს, ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალები გადასცა.
ბოლო დღეებია, მსოფლიო მედია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერს. მასალებში აღნიშნულია საქართველოს დადებითი პოზიციონირება შეთანხმების პროცესში.
„დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეასრულა ჰუმანიტარული მედიატორის როლი აღნიშნულ მილაპარაკებაში”, – აღნიშნულია Europa Press-ის მასალაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close