Sliderპოლიტიკა

„ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს” – კახა კალაძის მოუშუშებელი ჭრილობა

ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება, – განაცხადა კახა კალაძემ ძმაზე საუბრისას გადაცემაში „ნოესთან“.

თბილისის მერმა მისი გარდაცვლილი ძმა, ლევანი გაიხსენა.

„ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ამ ყველაფრის გადატანა ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ოჯახისთვის. მე პირადად შევძელი ჩემ თავში მომენახა ძალა, რომ ჩემი მშობლებისთვის ცხოვრების სტიმული მიმეცა. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი, მე რომ თავი დამეხარა ამ პრობლემის წინაშე და თუნდაც ჩემი კარიერის გაგრძელება ვერ მომეხერხებინა, ვერ მომეხერხებინა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, ეს ჩემი ოჯახისთვის, მშობლებისთვის, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა. ისინი ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი წარმატებით ცხოვრობენ და ცოცხლობენ“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close