მსოფლიო

„კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტი მინიმუმ 17 ქვეყანაში გამოვლინდა

„კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტი მინიმუმ 17 ქვეყანაშია გამოვლენილი. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ინდური ვარიანტის – B.1.617-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში.

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 3200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა საერთო ჯამში 200 ათასს გადააჭარბა.

ინდოეთში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დედაქალაქი დელი და დასავლეთით მდებარე შტატი მაჰარაშტრა დააზარალა, თუმცა ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

გადატვირთული მუშაობის გამო, დელიში კრემატორიუმები იძულებულები არიან, სახელდახელოდ მოაწყონ ფართები კოცონებისთვის, სადაც გარდაცვლილებს წვავენ. კრემატორიუმები დედაქალაქში 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. ბოლო 24 საათში დელიში 381 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, გარდაცვლილების ახლობლებს კოცონისთვის საჭირო შეშის მიტანასაც სთხოვენ.

ახალი შტამების თავიდან აცილების მიზნით ინდოეთიდან მგზავრობაზე შეზღუდვებს აწესებს ქვეყნების ნაწილი. ისლანდია კი 16 ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან ჩასულ მგზავრებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close