საზოგადოება

“კიდევ ერთი გლოვის დღე, იმიტომ რომ, ვიღაცას მოუნდა დიდი სარდაფი, სახლი, ფართო აივანი” – დავით ოქიტაშვილი

“კიდევ ერთი გლოვის დღე – 11 ოქტომბერი‼️
რატომ⁉️
იმიტომ რომ, ვიღაცას მოუნდა დიდი სარდაფი, დიდი სახლი, ფართო აივანი, ან ბიზნესის გაფართოება და იყო 8 ოქტომბერი – ნგრევა, სისხლი, ცრემლი…
ჩვენ ბევრი ტკივილი გადავიტანეთ, ბევრი ტრაგედია, ბევრი ცრემლი და სისხლი ვნახეთ‼️
დაიწვა სასტუმრო, დაიღუპნენ ახალგაზრდები. ჩამოინგრა მშენებარე სახლი, დაიღუპნენ მუშები – რომელი ერთი გავიხსენოთ.
გუშინ კი ჩამოინგრა კორპუსი და ჯოჯოხეთური ტკივილი მოუტანა პირველ რიგში ნანგრევებში ჩამარხულებს, შემდეგ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს.
მთელი ღამით ვუყურებდით პირდაპირ ტრანსლაციას.
მთელი ღამე მუშაობდნენ მაშველები – დაელოცოთ მარჯვენა‼️
ვტიროდით, უფალს შევთხოვდით – როდემდე უნდა გაგვაერთიანოს ტრაგედიამ და ისიც რამდენიმე დღით⁉️
გაფაციცებით ვუყურებდით – მაშველი აგურს იღებს‼️
აი, ახლა, აი, ახლა იტყვიან რომ კიდევ ერთი გადარჩა – არა‼️
წამი წამს ებმბის, წუთი – წუთს‼️საათი საათს‼️
ცოცხალია‼️
და, ჩვენ ყველას ერთად გვიხარია.
აი, ჩაქრა ექვსი სიცოცხლე – პატარა ანგელოზები გაფრინდნენ და თან გაჰყვათ დედა‼️
სამს ნანგრევების ჯოჯოხეთში მყოფთ, ეძებენ‼️
ახლა ყველა სიტყვა ზედმეტია.
სინანული უკან მიდევნებული ლამპარია – სასუფეველი დაუმკვიდროს ცათა შინა უფალმა გარდაცვლილებს” – წერს ფეისბუქზე დავით ოქიტაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close