საზოგადოება

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს

ნაპოვნია დედა და მისი მოზარდი შვილი

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია დედა და მისი მოზარდი შვილი, რომელიც შემთხვევისას ონლაინგაკვეთილს ესწრებოდა.

9 ოქტომბრის 13:10 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 9 ადამიანი – 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 7 – გარდაცვლილი.

ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. შესაბამისად, ამ ეტაპზე დასტურდება 7 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 2 ბავშვია.

მაშველები სავარაუდოდ კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close