საზოგადოება

„კახეთში მარტო მე დავდივარ პირბადით და ინდურმა უბედურებამ თუ იფეთქა, მერე არ იყოს ყუყუნი!“

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი კახეთში კოვიდ-რეგულაციების მასობრივად დარღვევის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს:

„ხალხნო, კახეთში მარტო მე დავდივარ პირბადით!
დავდივარ გიჟივით, როგორც უცხოპლანეტელს, ისე მიყურებენ.
არა, პირბადე ყველას აქვს, ზოგს თეთრი, ზოგს ცისფერი, ზოგს შავი, ზოგს უკვე გაშავებული, მაგრამ 99 პროცენტს მხოლოდ ნიკაპზე ამოუდვია.
ისა და… მარტო ნიკაპზე რა პონტია, ეს ხომ თავის მოტყუებაა-მეთქი? – ვეუბნები ნაცნობებს.
არც არაფერი… აი, თუ ვინმემ ამაიარა, ან ჩაიარა, ეგრევე ავიწევთ ხოლმეო.
ესე იგი, თუ ვინმე დამჯარიმებელმა აიარა, ან ჩაიარა, ეგრევე აიწევენ… თან ცხვირის დაფარვა გამორიცხულია – ამასა, კაცო, პირბადე ჰქვიან, ცხვირბადე კი არაო!
თან დააყოლებენ ხოლმე: იიიმეეეე, ქაააა, რო ავიწიოთ, ხო დავიხუთენითო?!
რავი, რა გითხრათ, ეს საკითხი ძაან მიშვებულია. დამჯარიმებლები ფაქტობრივად აღარც კი დადიან, ამ სიცხე-პაპანაქებაში ჩავლა კიდე ჰო, ავლა არ გინდა?!
ტურისტები შევნიშნე, უკვე დაიწყეს სიღნაღში მოძრაობები, იმათთვის ხომ საერთოდ უცხოა ეგეთი რამე, პირბადე არა, იხვის ტოლმა. ღმერთმა ქნას, უდანაკარგოდ გამოვიდეთ ამ სეზონიდან, მაგრამ თუ ინდურმა უბედურებამ იფეთქა, მერე არ იყოს ყუყუნი!
რავი, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე ჩემი გითხარით!“ – წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close