საზოგადოება

დღეიდან “კურიერს” გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს

დღე­ი­დან “რუს­თა­ვი 2”-ის ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონ­ში “კუ­რი­ერს”, ძველ წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად, ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ვაჟი, სან­დრო სა­ნა­ია წა­იყ­ვანს.

„ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ და იმე­დი მაქვს, რომ მეც მო­ვი­პო­ვებ იმ ნდო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მი­მართ”, – განაცხადა სან­დრო სა­ნა­ი­ამ.

შეახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  გა­მო­ძი­ე­ბამ მომ­ხდა­რი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა ვინ­მე გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, იგი­ვე “გრიც­კო”, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ეს ვერ­სია იმ­თა­ვით­ვე ეჭვქვეშ დად­გა.”ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ნა­ი­ე­ბის ოჯახ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ი­წყო, მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­როა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

იქნებ ერთხელ სიკვდილიც მოკვდეს...მე-18 წელია, პირველი ბგერის ამოშვებისას  სიტყვები ყელში მეჩხირება" - სანდრო სანაიას ემოციური პოსტი ...

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close