საზოგადოება

კახა კალაძე: “კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები 2-3 წლის განმავლობაში სრულად დაკმაყოფილდებიან”

“კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროგრამა, რომელზეც ბევრი ვიმუშავეთ”, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება.

მისი თქმით,  3000 ოჯახიდან დღეს 800 აქტიური განცხადებაა სახეზე, რაც არის 800 ოჯახი, რომელზეც ჯერ კიდევ არ არის პროექტი გაცემული.

“დღეს ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორში და ვარკეთილში, რომლითაც სწორედ ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან. მინდა სამშენებლო სექტორს მოვუწოდო აქტიურობისკენ. დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, გაეცანით და გამოხატეთ თქვენი ინტერესი. იმ შემთხვევაში თუ დამატებით, სხვა ოჯახების მხრიდან გააქტიურდება განცხადებები და წარმოადგენენ სოციალურ ქულებს, ცხადია, გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან ჩვენი მიზანია ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება. 2018 წლიდან დღემდე ჯამში 1289 ოჯახისთვის შეიქმნა და გამოცხადდა დეველოპერული პროექტები. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ეს ოჯახები სრულად დაკმაყოფილდებიან” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close