საზოგადოება

ირაკლი გურჩიანი – მომხმარებელზე ზრუნვა ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია

წელიწადზე მეტია, მსოფლიო და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც კოვიდპანდემიის პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. ახალმა რეალობამ მრავალი სირთულე, ახალი წესები, რეგულაციები მოიტანა. რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი საქართველოში და რამდენად ახერხებს ის ახალ რეალობასთანადაპტირებას,როგორი ვითარებაა ამ მხრივ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, რა გზით უმკლავდება კომპანია ეკონომიკურ კრიზისს,როგორ პასუხობს მომხმარებლის შეცვლილ ქცევასა თუ მოთხოვნებს და რა სიახლეებს სთავაზობს მას.ამ თემებზე „ტოიოტაცენტრთბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი საუბრობს.

ქართული ბიზნესი, შეიძლება ითქვას, ეძებს გამოსავალს, რომ თავი დააღწიოს ამ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობას. არ მაქვს მხედველობაში მონოპოლიური ბიზნესები, რომლებსაც შექმნილი მდგომარეობა ნაკლებ ზარალს აყენებს. მე ჩვეულებრივ ბიზნესკომპანიებს ვგულისხმობ, ისეთს, როგორიც ჩვენია. ეკონომიკური მდგომარეობის პროგნოზირებისას, ჩვენი ბიზნესი ლაკმუსის ქაღალდივითაა – მასზე მომენტალურად აისახება ნებისმიერი დადებითი და მითუმეტეს, უარყოფითი ცვლილება.სამწუხაროა, რომ ნეგატიურმა შედეგებმა ამდენად გადააჭარბა მოლოდინს. ისევე როგორც ყველა ბიზნესი, ჩვენც დამოკიდებული ვართ მომხმარებელზე, რომელსაც ფულადი რესურსი შეზღუდული აქვს.

ისევ ადაპტაციის თემას გავაგრძელებთ. როგორი ვითარებაა ამ მხრივ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“,ახერხებს თუ არა კომპანიაახალ რეალობასთანმორგებას?

წელიწადზე მეტია, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ პანდემიის პირობებში უწევს მუშაობა. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არ ვეპუებით, არც მუშაობა შეგვიჩერებია. ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას, ვიმუშაოთ თუნდაც უმცირესი მოგებით, მაგრამ შევინარჩუნოთ ყველა თანამშრომელი, რადგან ყოველი მათგანი ძვირფასია „ტოიოტა ცენტრ თბილისისთვის“. სირთულეების მიუხედავად, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ კადრების შემცირება არ მომხდარა და არც იგეგმება. ჩვენთვის ესერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და მიღწევაა. მუშაობის პროცესში ზედმიწევნით ვიცავთ პანდემიის საპრევენციო რეგულაციებს და რეკომენდაციებს, მათ შესრულებაზეც მკაცრი კონტროლი გვაქვს დაწესებული. ამით ვუფრთხილდებით, როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე, ჩვენი მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

ინარჩუნებთ თანამშრომლებს, მაგრამ ეს ფაქტი როგორ აისახება თვითონ კომპანიაზე?

პირადად ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, მოცემულ მომენტში, სოციალური საკითხი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, მუშაობენ და კომპანიაზე არიან დამოკიდებულნი. უფრო მეტი სარგებლის მიღება მათი ხელფასების ხარჯზე – ეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგანთითოეული მათგანის უკან დგას ოჯახი და კიდევ უამრავი სხვა ვალდებულება. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც არსებულ რთულ ვითარებაში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, შემცირებაში მოჰყვება და დაკარგავს სამსახურს?!ეს ძალიან რთული პერიოდია, უჭირს ბიზნესსაც და ადამიანებსაც, რომლებიც ამ ბიზნეს-კომპანიებში არიან დასაქმებული. „ტოიოტა ცენტრ თბილისსაც“ ძალიან დიდი სესხი აქვს და შესაბამისად, ამ სესხზე მიბმული საბანკო ვალდებულებები გააჩნია. „ბანკ ქართუში“ გვაქვს სესხი და შემიძლია ვთქვა, რომ ის მაქსიმალურად ამოგვიდგა მხარში. შესაძლოა ბანკების უმრავლესობას არ ემოქმედა ამგვარად და არ აღმოეჩინა ასეთი მხარდაჭერა – შეღავათებს ვგულისხმობ. რომ არა „ბანკი ქართუს“ ასეთი მხარდაჭერა, ჩვენი ბიზნესი დღეს ვეღარ გააგრძელებდა ფუნქციონირებას. ეს უზარმაზარი დახმარებაა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ, გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ ერთ დღესაც ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ბიზნესი თავის ძველ ნიშას დაუბრუნდება. მთავარია,პანდემია დასრულდეს.

რთულ ვითარებაში, ალბათ, მომხმარებელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება. შეიცვალა თუ არა „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მომხმარებლის ქცევა, ხომ არ გაჩნდა რაიმე ახალი მოთხოვნები, ან იქნებ მომხმარებლის მიმართ კომპანიის მიდგომები შეიცვალა?

ზოგადად, მომხმარებლის ქცევაში, რა თქმა უნდა, შეიმჩნევა ცვლილება, ის გაცილებით მომჭირნე გახდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკვე უმცირესი ნაწილი, რომელსაც გააჩნიაახალი ავტომობილის შეძენის სურვილი და რესურსი, აგრძელებს „ტოიოტა ცენტრ თბილისთან“ ურთიერთობას.ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა მაინც არის, განსაკუთრებით, ლეგენდარულ Land Cruiser Prado-ზე, თუმცა ზოგადად, წინა წლებთან შედარებით, გაყიდვების მოცულობა საკმაოდ შემცირებულია. სამაგიეროდ, დიდად არ შემცირებულა მოთხოვნა ავტოსერვისის მიმართულებით.შექმნილრთულ ვითარებაში, ეკონომიკურ პროცესებს ვგულისხმობთ, ლოგიკური იქნებოდა, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტოსერვისზე, ავტონაწილებსა თუ აქსესუარებზე ფასიდრამატულად გაზრდილიყო,მაგრამ მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას. აქედან გამომდინარე, მყარად ვიცავთ ჩვენი მუშაობისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარ პრინციპებს: მომსახურების მაღალ ხარისხზე ხელმისაწვდომობა, ორიგინალი წარმოების ავტონაწილების მიწოდება და მაქსიმალურადხელსაყრელი ფასები. ეს არ არის მარტივი შესასრულებლად, მაგრამ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ამას აკეთებს. ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მომხმარებელი და ვფიქრობთ, ასეთ რთულ ვითარებაში მას აუცილებლად უნდა გავუწიოთ შეღავათი. სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ, ეს კომპანიის საქმიანობაში კიდევ ერთი მიმართულებაა. რასაკვირველია, მსგავსი მიდგომა კომპანიის შემოსავლებზე აისახება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მომხმარებელზე ზრუნვა და მისი ხელშეწყობა გაცილებით მნიშვნელოვანია.

ეკონომიკური კრიზისის ფონზე აქვს თუ არა ტოიოტაცენტრთბილისსრაიმე ისეთი შეთავაზება, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა სეგმენტისა და მოთხოვნისმქონე მომხმარებელს ერგება?

ბოლო დროს, ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებით დაინტერესდა „ტოიოტა პლუსით“. ეს პროექტი ერთდროულად ითვალისწინებს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლის მოთხოვნებს, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და არაერთ საინტერესო ნიუანსს.„ტოიოტა პლუსის“ ხელსაყრელი პირობები განსაკუთრებით იზიდავს მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვით დაინტერესებულ მომხმარებელს. პროექტი მაქსიმალურად საიმედო და სარგებლის მომტანია, თან მომხმარებელი ყოველგვარი გაუთვალისწინებელი რისკებისგან არის დაზღვეული. უფრო კონკრეტულად, „ტოიოტა პლუსი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საბაზრო ფასად ჩააბაროს. პარალელურად, თუ მას სურვილი ექნება, შეუძლია ახალი ავტომობილიც გაიყვანოს და დაფაროს მხოლოდ ფასთა შორის სხვაობანაღდი ანგარიშსწორებით, ბანკის მეშვეობით ან სალიზინგო კომპანიის დახმარებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებელი არ არის შეზღუდული და ახლის შეძენის გარეშეც შეუძლია ჩააბაროს, როგორც ტოიოტას, ასევე სხვაბრენდებისძველიავტომობილები. თუმცა მეორადმა ავტომანქანამ უნდა დააკმაყოფილოს შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები: მისი ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 წელს, გარბენი არ უნდა სცდებოდეს 160 000 კმ-ს, არ უნდა იყოს წყალში ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი.საბაზრო ფასის დასადგენადკი,მეორადი ავტომანქანა გაივლის ნახევარსაათიან ტექნიკურ შემოწმებას ჩვენს სერვისცენტრში.გარდა ამისა, „ტოიოტა პლუსის“ ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია ცენტრში ტექნიკურად გამართული, მრავალმხრივ შემოწმებული მეორადი ავტომანქანა საუკეთესო ფასად შეიძინოს დადროც დაზოგოს. ჩვენი მომხმარებელი მთლიანად იქნება დაზღვეული გაუთვალისწინებელი პრობლემებისგან. როგორც წესი, ასეთი პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როცა ავტომობილის შეძენა ხდება აუქციონებზე, ბაზრობებზე, ან ყიდვა-გაყიდვის საიტების მეშვეობით. რაც მთავარია, ცენტრში შეძენილ მეორად ავტომანქანას 2-წლიანი საგარანტიო მომსახურება მოჰყვება.

რა ტიპის შეთავაზებები აქვს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მომხმარებლისთვის მიმდინარე წელს? ვგულისხმობთ ხელსაყრელ აქციებს, სერვისებს, ფასდაკლებას სხვადასხვა მოდელზე და ა.შ.

მუდმივად გვაქვს აქციები იმ ტიპის სერვისებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დამოთხოვნადია მომხმარებლისთვის, ისეთი როგორიცაა: ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა ტოიოტას სხვადასხვა მარკის ავტომობილებისთვის, მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლა და ა.შ. პერიოდულად ვატარებთ დიდი ფასდაკლების აქციებს ტოიოტას ცნობილ მოდელებზე. ამჟამად კი მიმდინარეობს ორი აქცია – როგორც გადაცემათა კოლოფში, ასევე, ძრავაში ორიგინალი ზეთის შეცვლაზე. ასევე, მუდმივად მიმდინარეობს სერვისის სპეციალური კამპანიები, რომლებშიც ჩართვა და გარკვეული ავტონაწილის გაუმჯობესებული ვერსიით ჩანაცვლება მომხმარებლისთვის აბსოლუტურად უფასოა. ამ ტიპის აქციების წარმართვაში უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს „ტოიოტა კავკასიისგან“და დიდი მადლობა მას თანადგომისთვის. ჩვენი კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებზე მოთხოვნა არ წყდება, რადგანგარკვეული პერიოდულობით,ამ სერვისებით სარგებლობა ავტომობილის მფლობელთათვის აუცილებლად საჭიროა.

რა სიახლეები აქვს „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ სამოდელო ხაზებში და რომელი უახლესი მოდელების შეძენა შეუძლია მომხარებელს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“?

ყველაზე დიდი სიახლეაLand Cruiser 300,რომლისპრეზენტაციაც მალეიგეგმება. უკვე 14 წელიწადია, Land Cruiser 200 კონვეირზე დგას და მასზე მოთხოვნა არ წყდება.Land Cruiser 300-ის პრემიერაწლის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ თარიღმა პანდემიის გამო გადაიწია. მისი სერიული წარმოება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ახალი თაობის Land Cruiser-იმართლაც გრანდიოზული, მაქსიმალურად მძლავრი და დახვეწილია. გარდა ამისა, ახალი Toyota Camry და ახალი Toyota Highlanderჰიბრიდიჩვენს შოურუმშია წარმოდგენილი და ნებისმიერი მსურველისთვისაახელმისაწვდომი.Highlanderჰიბრიდი რამდენიმე წელია ამერიკის ბაზარზეა, მაგრამ საქართველოში აქამდე ოფიციალურად არ შემოსულა, ეს მძლავრი ჰიბრიდია. დიდი სამუშაო გავწიეთ იმ მიზნით, რომ „ტოიოტა მოტორ კორპორაციას“ ეს მოდელი საქართველოშიც შემოეყვანა. წარმოიდგინეთ,Highlander ჰიბრიდი ოფიციალურად ჯერ რუსეთის ბაზარზეც არ არის შესული. ეს დიდი,ჰიბრიდულძრავიანიჯიპი ძალიან ეკონომიური და მძლავრია, ამასთან, ძალიან უსაფრთხო და კომფორტულიცაა. ტოიოტას ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს ეხმიანება, ყველა სამოდელო ხაზის ჰიბრიდული ვერსიებით შევსებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონისთვის გათვლილი, ტოიოტასყველა უახლესი ჰიბრიდული მოდელი„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმშიც იქნება წარმოდგენილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close