Sliderსაზოგადოება

“კარგია, რომ დუმხართ ღარიბას ჩარტერზე. თუმცა, ეგ დუმილიც გყიდით. არცერთი არ ხართ ამ ქვეყნის მმართველობაში მოსაშვები”

ელენე კალამბაძე: არ ივარგებს თავდაცვის ის რეფორმა, რომელიც იმ კაცმა გააკეთა, რომლის შვილიც ჯარში არ ყოფილა. არ ივარგებს იმ ქვეყნის განათლება, სადაც მინისტრების შვილები საჯარო სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში არ სწავლობენ. არ ივარგებს ის ქვეყანა, საიდანაც მთავრობის სხვადასხვა რგოლების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის სამშობიაროებში მიარბენინებენ ცოლებს შვილების გასაჩენად - არავისთვის არ ივარგებს.

ელენე კალამბაძე სოცქსელში წერს:
“კარგია პოლიტიკოსები თავს რომ იკავებთ ღარიბას ჩარტერზე საუბრისგან.
მანაც იცის ხმა რომ არ აქვს ამოსაღები არავის და სწორედ მაგიტომ ქირაობს ჩარტერს თავისი შვილისთვის.
ან, ვინ რა უნდა წამოაძახოს? რა ნამუსით?
დაასახელეთ ერთი მმართველი ან წარსულიდან ან აწმყოდან თავისი შვილი საჯარო ბაღში ან საჯარო სკოლაში რომ მიიყვანა სასწავლებლად. ბევრის შვილი საერთოდ ვერ ლაპარაკობს ქართულად ან აქცენტზე მიხვდები რუსულენოვანი ყავს გადია თუ ფრანგულენოვანი.
დამისახელეთ ერთი მაღალჩინოსანი ჯარში რომ გაუშვა შვილი.
ირაკლი ალასანიაა გამონაკლისი და ისიც “წესს” ამტკიცებს.
ჰოდა ბატონებო და ქალბატონებო, არ ივარგებს თავდაცვის ის რეფორმა, რომელიც იმ კაცმა გააკეთა, რომლის შვილიც ჯარში არ ყოფილა.
არ ივარგებს იმ ქვეყნის განათლება, სადაც მინისტრების შვილები საჯარო სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში არ სწავლობენ.
არ ივარგებს ის ქვეყანა, საიდანაც მთავრობის სხვადასხვა რგოლების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის სამშობიაროებში მიარბენინებენ ცოლებს შვილების გასაჩენად – არავისთვის არ ივარგებს.
ასე რომ კარგია რომ დუმხართ ღარიბას ჩარტერზე.
თუმცა ეგ დუმილიც გყიდით.
არცერთი არ ხართ ამ ქვეყნის მმართველობაში მოსაშვები.
არავის განსჯის უფლება თქვენ არ გაქვთ.
მე მაქვს ეს უფლება და ერთნაირად გაგიფენთ თქვენც და ამათაც, როცა მომინდება მაშინ.
ჯერ სად ხართ”.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close