პოლიტიკა

კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებმაც ჯარიმა გადაიხადეს, იჩაგრებიან – ზაალ უდუმაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები გაუქმდება. ინიციატივა 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ეხება და ის ათავისუფლებს ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა დროს დაარღვიეს.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისით არის განპირობებული და შესაბამისი ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა.

ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამშვილმა განაცხადა, რომ ჯარიმების ჩამოწერის პრაქტიკა ადამიანებს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს.

„რას ვაკეთებთ? – ყოველი არჩევნების წინ შეიძლება ეს ჯარიმები ჩამოიწეროს და მოქალაქეებს ვუბიძგებთ, რომ ჯარიმები არ გადაიხადონ, რადგან ქვეყანაში არჩევნები თითქმის ყოველ წელს არის და ყველა დაელოდება შემდეგ არჩევნებს, როცა ჩამოაწერენ ჯარიმებს. თუ ეს კანონი იქნება მიღებული, იქ უნდა იყვნენ შეყვანილი ის ადამიანები, ვინც ჯარიმები უკვე გადაიხადეს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close